ქუთაისის ცხელების ცენტრში 12 პაციენტსა და ორ მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ცხელების ცენტრში 12 პაციენტსა და ორ მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 14 ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

დირექტორის ინფორმაციით, პასუხებს შორის ორი კლინიკის მედპერსონალის გეგმური კვლევაა.

სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით 12 პაციენტი შევიდა და ანალიზს კორონავირუსზე ყველას აუღებენ.