ქუთაისის ცხელების ცენტრს 20-მა პაციენტმა მიმართა, 13-მა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა
ქუთაისის ცხელების ცენტრს უკვე 20-მა პაციენტმა მიმართა. მათი ნაწილი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა მიიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, ნაწილი კი თვითდინებით მივიდა.
პაციენტებს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ და 13-მა მათგანმა უკვე დატოვა სტაციონარი, შვიდი კი გამოკვლევებისთვის რჩება.
შეგახსენებთ, ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრად გადაკეთდა ჩხობაძის სახელობის სტაციონარი. სამედიცინო დაწესებულება მხოლოდ იმ პაციენტებს მიიღებს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.