ქუთაისის ცხელების ცენტრის შვიდი პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ქუთაისის ცხელების ცენტრის შვიდი პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ქუთაისის ცხელების ცენტრს გასული დღე-ღამის განმავლობაში 22-მა პაციენტმა მიმართა. მათგან ანალიზი შვიდს აუღეს და ლაბორატორიულმა კვლევამ ყველა სინჯზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ცხელების ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში კიდევ რვა ახალი პაციენტია შესული. მათ ანალიზებს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

ცხელების ცენტრი ერთი კვირის წინ გაიხსნა და ამ ხნის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებას 120-მა პაციენტმა მიმართა.