ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსებულ კარავში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტირება ჩაიტარონ
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისის ცენტრალურ სკვერში დღეს დილიდან ფუნქცუონირება დაიწყო სამედიცინო დანიშნულების კარავმა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადააკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა და კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტიტება ჩაიტაროს.
„იმერეთის რეგიონიდან ჩვენ ქუთაისში გვაქვს საყურადღებო მდგომარეობა. გუშინდელი მონაცემებით, 28 ადამიანია ინფიცირებული. მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ნაწილი არის სრულად იდენტიფიცირებული. ინფიცირებულებიდან ზოგი კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
რაც შეეხება კარავს, აქ პირველ რიგში, „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდებათ იმ ადამიანებს, ვისაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ პედაგოგებთან ან იმყოფებოდნენ აჭარაში”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.