ქუთაისში დამოუკიდებლობის დღეს დილიდან აღნიშნავენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა.
დამოუკიდებლობის დღის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის ცენტრალური ბაღისა და რეაბილიტირებული უბნის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
ცენტრალურ ნაწილში ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართება წარმოდგენა, მოეწყობა სახალხო სეირნობა, აგრეთვე პანტომიმისა და ნიღბების მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენები გაიმართება.
ქუთაისში ღონისძიებები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.