ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში რვა პაციენტის სინჯებია გადაგზავნილი
ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკიდან ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში რვა პაციენტის სინჯებია გადაგზავნილი.
აღნიშნულ რვა პირს შორის, სამმა კლინიკას გუშინ გვიან ღამით თავად მიმართა. ისინი გასულ კვირაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში მოგზაურობდნენ. დანარჩენი ხუთი კი, ქუთაისის აეროპორტიდან ორი დღის წინ შეიყვანეს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, ანალიზის პასუხები სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. პაციენტებს შორის ასევე არის ოთხი წლის ბავშვი.