ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტი ზესტაფონიდან შეიყვანეს, რომელსაც, სამსახურიდან გამომდინარე, ურთიერთობა ჰქონდა ირანის მოქალაქეებთან.
ნადირაძის განცხადებით, მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას სათანადო მკურნალობა უტარდება და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია.
ექიმის თქმით, ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტი, მათ შორის ერთი ბავშვია მოთავსებული. მათი ანალიზების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.