ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ოთხი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით ამ დროისათვის ოთხი პაციენტი იმყოფება, მათ შორის 4 წლის ბავშვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდა.
ორი პაციენტი საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით, ქუთაისის აეროპორტიდან მიიყვანეს.
ისინი საქართველოში იტალიიდან დაბრუნდნენ, ხოლო მეოთხე პაციენტი გერმანიაში იმყოფებოდა.
ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, აღნიშნულ პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, მათი ანალიზების შედეგებს კი, ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.