ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან სამის კვლევის შედეგები უკვე ცნობილია და მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.
შესაბამისი სიმპტომებით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტი იმყოფება, საიდანაც სამის კვლევის პასუხი უარყოფითია.
ასევე კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს 7 წლის ბავშვის ანალიზებზე პასუხს ელოდებიან, ასევე დღის განმავლობაში ორ პაციენტს აუღებენ სინჯებს.
ექიმის თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.