ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე დღეს ოთხი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე დღეს ოთხი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე დღეს ოთხი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან.

კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ხუთი ადამიანია მოთავსებული. მათ შორის ერთი აეროპორტის თანამშრომელია და ერთი მესაზღვრე, რომელთაც შეხება ჰქონდათ მოქალაქესთან, ვისაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ახალი კორონავირუსის კვლევაზე ხუთიდან ერთი პაციენტის პასუხი უარყოფითია, ოთხი პაციენტის ანალიზები კი, ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხს დღეს ელოდებიან.

პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახვრადბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.