ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები ატოცში რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ
ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები დღეს ატოცში ჩავლენ. ახალგაზრდები რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ.
„ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ოკუპაციას არა, გავაღრმავოთ ეროვნულობისა და ქვეყნის ერთიანობის იდეა.
მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, ჩაერთონ აქციაში და დადგნენ იქ, სადაც რუსული ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის მიწების მიტაცებას ცდილობს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ნანა ჩხობაძემ.