ქუთაისის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩნდა
ქუთაისის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩნდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ბ.ნ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (Codeine Phosphate -50 აბი) გამოავლინეს.
ფაქტზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.