კორონავირუსთან დაკავშირებით ქუთაისის აეროპორტში ექიმები მგზავრებს ამოწმებენ
კორონავირუსთან დაკავშირებით ქუთაისის აეროპორტში ექიმები მგზავრებს ამოწმებენ

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სასწრაფო დახმარების ექიმები კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრებს ამოწმებენ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის, თამარ დოლიძის თქმით, შემოწმებული მგზავრებიდან კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომი, მაღალი სიცხე არც ერთს არ დაუდგინდა.

მისივე განცხადებით, ქუთაისში მგზავრების შემოწმება გაგრძელდება, ვიდრე ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს.

„ჩვენი სამსახური ჩაერთო კორონავირუსის გამოვლენის საქმეში. ვამოწმებთ ყველას, ვისაც აქვს კონტაქტი იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსი დაფიქსირდა. ამ ეტაპზე შემოწმებული გვყავს 10 მგზავრი. აქედან ზოგი თავისით მოვიდა და გვთხოვა, შეგვემოწმებინა, რადგან მათ გაიარეს ჩინეთში. არც ერთ მგზავრში საბედნიეროდ არ გამოვლინდა მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსი. ზოგადად, საქართველო ითვლება დაბალი რისკის ქვეყნად ამ ვირუსთან მიმართებით. ვიდრე საფრთხე იარსებებს, მსგავსი ტიპის შემოწმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაგრძელდება. ჩემი ჯგუფი 24-საათიან მორიგეობაში რჩება“, – აღნიშნა ექიმმა თამარ დოლიძემ.