ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 130 საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა.
კომისიის მდივნის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისში მეორე ტური ჩატარდება.
მისივე ინფორმაციით, საოლქო კომისიაში 21 საჩივარია შესული და მათი დიდი ნაწილი არის პროცედურული ხასიათის.
წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ – 41 % მიიღო, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ კი, 29 % აქვს.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ 40 პროცენტი მიიღო, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი – 31 %.
მერობის კანდიდატებს რაც შეეხება, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს 46 პროცენტი აქვს, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ შუშანიას კი – 31 %.