ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ მარკირების პროცედურა გავლილი ჰქონდა, რასაც ამომრჩევლის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
ამასთან, ვითარებაში გასარკვევად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ადამიანს, რომელსაც მარკირება გავლილი ჰქონდა, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევდნენ.
დამკვირვებლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ცოტა ხანში კი, მოქალაქეს ტერიტორია დაატოვებინეს, რაც ამომრჩეველმა გააპროტესტა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.