თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში, ქუთაისში 124, მათ შორის ერთი სპეციალური უბანი N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დილის 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.
მეორე ტურში ქუთაისელები არჩევანს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის აკეთებენ.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, კანდიდატურის მოხსნის შესახებ მისი განცხადება ცესკო-ში ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სახელი და გვარი ბიულეტენში რჩება.
ქუთაისში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.