ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ფერდობიდან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ცნობით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგება.