საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის 71-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ამბროლაურთან) ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ იწასა და სოფელ ახალსოფელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე“, – აცხადებენ უწყებაში.