ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის ცენტრალური გზის გასაწმენდად აფეთქებითი სამუშაოები ჩატარდება
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის ცენტრალური გზის გასაწმენდად, კლდიდან ჩამოშლილი ლოდის აფეთქების სამუშაოები ხვალ ჩატარდება.
ამის შესახებ პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები შეასრულებენ.
ქალაქ ამბროლაურთან დაკავშირება შემოვლითი გზითაა შესაძლებელი, რომელიც ახალსოფელსა და სოფელ იწაზე გადის.