ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომელიც ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა, მიკროავტობუსს დაეჯახა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 25 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მიკროავტობუსის ორი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.