ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე მიწის ექსკავაცია, ასფალტ-ბეტონის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზა ერთმანეთთან აკავშირებს ტყიბულსა და ამბროლაურს.
„აღნიშნულ გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.
პროექტი 9-კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს New Road-ი ახორციელებს“, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.