„ქუთაისი“-„დინამოს“ სერიაში მეხუთე მატჩი 30 მაისს გაიმართება
„ქუთაისი“-„დინამოს“ სერიაში მეხუთე მატჩი 30 მაისს გაიმართება

კალათბურთში საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ფინალური სერიის მეხუთე მატჩში გაირკვევა. თბილისის “დინამომ” ვერ შეძლო მეოთხე მატჩში საკუთარ მოედანზე “ქუთაისის” დამარცხება და ტიტულის შენარჩუნება.

მასპინძლებმა მხოლოდ პირველი მეოთხედი ჩაატარეს კარგად და 16:13 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედში “ქუთაისმა” შეძლო 8:0 გაქცევა და ამის შემდეგ, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. მეორე მეოთხედი სტუმრებმა 11 ქულით მოიგეს და დიდი შესვენებისთვის რვა ქულით იყვნენ წინ – 32:24.

მესამე მეოთხედში “ქუთაისს” რამდენიმე მინი-გაქცევა ჰქონდა, რის შემდეგაც, ანგარიშში სხვაობა 21 ქულამდე ავიდა. 10-წუთეულის ბოლოს, “დინამომ” შეძლო გაბრძოლება და ბოლო მეოთხედის წინ, ჩამორჩენა 13 ქულამდე დაიყვანა.

მესამე მეოთხედში იყო ერთი მომენტი, როცა “დინამო” რვა ქულამდეც მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ “ქუთაისმა” მოპოვებული უპირატესობა არ დათმო და დამსახურებულად მოიგო – 63:55.

ქუთაისელებში ყველაზე შედეგიანი 15 ქულით ბექა ბექაური იყო. 14 ქულა ჰქონდა დეჟუან რაითს, 10 ქულა და 14 მოხსნა – აკაკი დვალიშვილს. “დინამოს” რიგებში 11 და 10 ქულა ჰქონდათ, შესაბამისად, მიხეილ ბერიშვილსა და რეივენ ლის.

სერიის ბოლო, მეხუთე მატჩი 30 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.