საქართველოს რკინიგზა - ქუთაისი-ბათუმის მატარებლის დაზარალებულ მგზავრებს მგზავრობის საფასური აუნაზღაურდათ
ქუთაისი-ბათუმის მატარებლის დაზარალებულ მგზავრებს „საქართველოს რკინიგზამ“ მგზავრობის საფასური აუნაზღაურა.
ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ლიანდაგს ასცდა. დაშავებულები არ არიან.
დღეს საღამოს, 17:50 საათზე ელექტრომატარებელი #683 ქუთაისი- ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.