ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზაზე დაწესებული რეჟიმი შეიცვალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზაზე დაწესებული რეჟიმი შეიცვალა.
დიდთოვლობის გამო, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გრზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
უწყების ცნობით, ამასთან კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.