ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე, კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო, მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ ზუდანზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.