„ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირის ბრალდებით, თურქეთში 418 ადამიანი დააკავეს
„ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირის ბრალდებით, თურქეთში 418 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ დაკავშირებული 418 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია 29 პროვინციაში ერთდროულად ჩაატარეს.

პარალელურად, დღეს დილიდან ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ხელისუფლების განკარგულებით, თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე ქალაქის მერი მოხსნეს. მათ შორის არიან ქალაქ დიარბაქირის, მარდინის და ვანის მერები. ეს ის ქალაქებია, სადაც ძირითადად ქურთები ცხოვრობენ.

როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული ქალაქები მერებს ბრალად თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებთან კავშირში დასდეს.

„ისინი იყენებდნენ მებრძოლების რესურსს, ფინანსურ რესურსს, ხელსაწყოებს და აღჭურვილობას და ლოგისტიკურ ცენტრებს, რათა ტერორისტული აქტივობებისთვის დაეჭირათ მხარი. ფაქტობრვად ისინი შეეცადნენ ამ მუნიციპალიტეტების სხვა ადმინისტრაციებისთვის დაქვემდებარებას“ – განაცხადეს მთავრობის წარმომადგენლებმა.

შეგახდენებთ, რომ თურქეთში „ქურთისატნი მუშათა პარტია“ ტეროროსტულ ორგანიზაციას არის გამოცხადებული.

დატოვე კომენტარი