ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული იმედა აბაშიძის ახლობლებმა ბათუმის სასამართლოსთან აქცია გამართეს
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„იმედას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა და ექიმების შეფასება. თუ არ გათავისუფლდა, არ ვიცი ეს როგორ დასრულდება”,-ამბობს იმედა აბაშიძის მეუღლე ნინო აბაშიძე.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დაკავებულის ოჯახის წევრები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ბათუმში ათი პირი რამდენიმე თვის წინ დააკავეს.