„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით გორში ხუთი პირი დააკავეს
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით გორში ხუთი პირი დააკავეს

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, გორში ხუთი პირი დააკავეს. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სპეცოპერაცია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.  როგორც ცნობილია, დაკავება გამთენიისას, სახლებიდან მოხდა.

ადვოკატი უკვე შეხვდა დაკავებულებს. ნინო შავშიშვილის განცხადებით, მას სისხლის სამართლის მასალები ჯერ არ გადასცემია. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

„ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ დაკავებულია ხუთი პიროვნება. ხუთივეს ედავებიან ერთსა და იმავეს, ვითომ ეს ადამიანები არიან ქურდული ტრადიციების მატარებელი. მქონდა მათთან შეხვედრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით. არ გვაქვს არანაირი დოკუმენტაცია გადმოცემული. ბრალის წარდგენის შემდეგ გადმოგვცემენ დოკუმენტაციას და გავეცნობით, რაში ედავებიან. ღამის საათებში მოხდა დაკავება. შეიჭრნენ სახლებში, დააზიანეს ყველას კარი, სადაც იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები და ისინი არიან სტრესის ქვეშ“, – განაცხადა ადვოკატმა.