ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-მ 1966 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.ი. და 1965 წელს დაბადებული დ.ყ., ქურდობის ბრალდებით დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში ორი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლები გაქურდეს, საიდანაც ფული და ძვირფასეულობა წაიღეს. სამართალდამცველებმა ვ.ი. და დ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მოპარული ფული, ოქროს ნივთები და საკეტის გასახსნელი ხელსაწყოები ე. წ. „ატმეჩკები“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.