Quinnipiac University-ის გამოკითხვა - საკვანძო შტატ ჯორჯიაში დონალდ ტრამპი შვიდი პროცენტით ლიდერობს
Quinnipiac University-ის გამოკითხვა - საკვანძო შტატ ჯორჯიაში დონალდ ტრამპი შვიდი პროცენტით ლიდერობს

ახალი გამოკითხვის მიხედვით, საკვანძო შტატ ჯორჯიაში ტრამპი შვიდი პროცენტით ლიდერობს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

Quinnipiac University-ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც 10-14 ოქტომბერს ჩატარდა, ჯორჯიაში სავარაუდო ამომრჩეველთა 52% დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო კამალა ჰარისს – 45%.

ჩრდილოეთ კაროლინაში ჩატარებულმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ ჰარისს ამომრჩეველთა 49% უჭერს მხარს, ხოლო ტრამპს – 47%.

Quinnipiac University-ის გამოკითხვა ჩატარდა 10-14 ოქტომბერს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 328-მა სავარაუდო ამომრჩეველმა ჯორჯიაში და 1 031-მა სავარაუდო ამომრჩეველმა – ჩრდილოეთ კაროლინაში. ჯორჯიაში ცდომილების ზღვარი იყო პლუს-მინუს 2,7 პროცენტი, ხოლო ჩრდილოეთ კარონილაში – პლუს-მინუს 3,1 პროცენტი.