ქსანი-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
ქსანი-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ225 (ქსანი-გეგუთის კვანძი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, ამასთან, კმ39-კმ193 მონაკვეთზე, (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.