ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თ. დააკავეს. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი ზაზა პაპიძე ავრცელებს.
ავდოკატი ამბობს, რომ ტარიელ თ. ბათუმში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს აიყვანეს.
მისივე თქმით, ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს. თუმცა, ზაზა პაპიძის განცხადებით, საუბარია სავარაუდოდ 1000 ლარზე.
ზაზა პაპიძის ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში გადაჰყავთ და სასამართლო პროცესიც თბილისში გაიმართება.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით].