„ქოლგა თბილისი ფოტოში“ მონაწილეობის მსურველებს ფოტოების ატვირთვა 15 მარტამდე შეუძლიათ
„ქოლგა თბილისი ფოტოს“ დაჯილდოება 4 მაისს გაიმართება.
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებს ფოტოების ატვირთვა 15 მარტამდე შეუძლიათ. გამარჯვებულს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური შეარჩევს.
2018 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი მრავალფეროვანი იქნება – სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმულ კლასიკურ ფოტონამუშევრებს, ისე თანამედროვე საერთაშორისო ფოტოგრაფების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს.
„ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში გაიმართება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორტფოლიოების განხილვები.
„ქოლგა თბილისი ფოტოს“ მეჩვიდმეტე დაჯილდოვებაზე სპეციალური და მთავარი პრიზი მილანში, ფოტოსააგენტო პროსპექტში სტაჟირება იქნება.