ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში მოსახლეობამ აქცია გაიმართა. ისინი მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ.
როგორც მოსახლეობა ამბობს, მედიკამენტებისა თუ პროდუქტის შესაძენად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში 300-მდე ოჯახი ცხოვრობს და უმრავლესობას ავტომობილი არ ჰყავს, ტაქსის დაქირავება კი, ძვირი უჯდებათ.
როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებენ.
„ქობულეთის მერიის მუშაობით და ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით დაახლოებით ორი წლის წინ, გორგაძეებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაინიშნა მიკროავტობუსი, თუმცა მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო, მძღოლები უარს აცხადებდნენ ამ მიმართულებით გაეკეთებინათ ხაზი. ამ ეტაპზე მერია დამატებით მსჯელობს სუბსიდირების საკითხზე და შესაძლოა, ნაწილობრივ, მერიის დაფინანსებით მოხდეს ხაზზე მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.