ქობულეთში, სოციალური დაცვის სააგენტოსთან სოციალურად დაუცველი ექვსი ოჯახი აქციას მართავს
ქობულეთში, სოციალური დაცვის სააგენტოსთან სოციალურად დაუცველი ექვსი ოჯახი აქციას მართავს.
აქციის მონაწილეების თქმით, სააგენტომ სოციალური დახმარება შეუწყვიტა. ისინი სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრასა და ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.
„აქ ვიქნებით იქამდე, ვიდრე სააგენტოს ხელმძღვანელი არ შეგვხვდება და არ აგვიხსნის, რა მიზეზით მოხდა ერთდროულად ექვსი ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტა. გუშინ ვცადეთ მასთან შეხვედრა, თუმცა პასუხის ნაცვლად, შეურაცხყოფა მოგვაყენა“, – განაცხადა ხათუნა მიქელაძემ.
ქობულეთში სოციალურად დაუცველი ექვსი ოჯახი ძველი სკოლის შენობაში ცხოვრობს. ოჯახებში სულ 17 ბავშვია. სოციალური დახმარება მათ რამდენიმე დღის წინ შეუწყვიტეს.