ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები სესხების ერთი წლით გადავადებასა და სახელმწიფოსგან პროცენტის სუბსიდირებას ითხოვენ
ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები საბანკო ვალების ერთი წლით გადავადებასა და სახელმწიფოსგან პროცენტის სრულ სუბსიდირებას ითხოვენ.
მათ დღეს ქობულეთში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და „ქართული ოცნების“ ოფისთან აღმაშენებლის ქუჩაც გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პანდემიის გამო სეზონი ჩავარდა და საბანკო დავალიანების გადახდას ვეღარ შეძლებენ.
საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დღეს კი ქობულეთის მერი შეხვდა, თუმცა შეღავათებთან დაკავშირებით მათი შეთავაზებები აქციის მონაწილეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა 18 სექტემბრისთვის მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსეს.