ქობულეთში კერძო და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ
ქობულეთში კერძო და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა და ზარალი მიიღეს.
მათივე თქმით, აქვთ ბანკის ვალებიც. სასტუმროების მეპატრონეები ხელისუფლებას ბანკებთან შუამავლობას და სესხებზე მორატორიუმის გამოცხადებას სთხოვენ.
მათ ქობულეთის მერიის შენობასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე შეხვდა. მისი განმარტებით, საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.