ქობულეთში დაკარგული 14 წლის მოზარდი პოლიციამ თბილისში იპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ის სამართალდამცველებს ქობულეთში, საკუთარ სახლში მიჰყავთ.
მოზარდი გუშინ სახლიდან ოჯახის გაუფრთხილებლად გავიდა და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
სამძებრო სამუშაოების შედეგად პოლიციამ მოზარდის ადგილსამყოფელი დილით დაადგინა.
ახლობლების ინფორმაციით,მოზარდი სახლიდან გუშინ 14:00 საათზე გავიდა. მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ახლობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იყო აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.