ქობულეთში ადგილობრივების მიერ ჩაკეტილი რკინიგზა გახსნილია, მატარებელმა მოძრაობა განაახლა
ქობულეთში ადგილობრივების მიერ ჩაკეტილი რკინიგზა სამართალდამცველებმა გახსნეს. თბილისი-ბათუმის მატარებელმა მოძრაობა განაახლა.
ადგილობრივი მცხოვრებლები აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვენ, რომელზეც ბობოყვათში სანაპირო ზოლზე 27 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს. მათი თქმით, გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა და მისი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას 100-ზე მეტი ოჯახი აცხადებს.
შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.