ქობულეთის სოფლებში გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა მოქალაქეებს პროტოკოლის დაცვის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საშუალება ექნებათ
ქობულეთის სოფლებში გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა მოქალაქეებს პროტოკოლის დაცვის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საშუალება ექნებათ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ იმ პროტოკოლს დაიცავენ, რაც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს აღნიშნულ სოფლებში სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთვევაში, როცა ისინი საჭიროებენ ან პროდუქტის შეძენას, ან მედიკამენტის, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას.

ამასთან, ჩიქოვანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას უზურნველჰყოფს საოპერაციო შტაბი, ადგილობრივი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალური ურთიერთობების საკითხებში სოზარ სუბარი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.