ქობულეთის სამედიცინო ცენტრის 38 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება
ქობულეთის სამედიცინო ცენტრის 38 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის 38 მედიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ეპიდემიური კვლევა გრძელდება, შენობას ჩაუტარდა დეზინფექცია, თუმცა შეძლებს თუ არა სამედიცინო ცენტრი მუშაობის განახლებას, ჯერჯერობით უცნობია.

„38 მედიკოსია თვითიზოლაციაში, მათზე გაგრძელდება დაკვირვება. არიან მედიკოსები, რომლებსაც არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ ინფიცირებულებთან. თუ ექიმების რაოდენობა საკმარისი იქნება, რათა კლინიკამ გარკვეული მიმართულებების მუშაობა შეძლოს, ეს მიმართულებები ხვალიდანაც ამოქმედდება, თუ არადა და საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ქობულეთში ეპიდემიური ვითარების კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბათუმში​ გუშინ კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი ინფიცირებული 60 წლის ქალის კლასტერს უკავშირდება. ხუთ ინფიცირებულებს შორის ორი 60 წლის ქალის ოჯახის წევრია, ერთი შვილია, მეორე კი მამაა, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს. სამი პირი კი ქობულეთში, მშობლების მეზობლები არიან. ინფიცირებული სწორედ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა მშობლებთან.