უხვი ნალექის გამო, ქობულეთში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერი ჩამოწვა.
სოფელ გორგაძეებში მიწის მასა გორგილაძეების საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოიშალა. ოჯახი ამბობს, რომ სახლს საფრთხე ემუქრება, რადგან მეწყერი შესაძლოა, ისევ განმეორდეს. ისინი ღამის გატარებას ნათესავთან აპირებენ.
ადგილზე მდგომარეობას ქობულეთის მერი გაეცნო. მირიან ქათამაძის თქმით, დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები შეისწავლიან. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია.
მეწყრული პროცესი განვითარდა სოფელ ზედა აჭყვაში საავტომობილო გზაზეც. ადგილზე უკვე მუშაობს ტექნიკა. ქობულეთს ელექტროენრგია და გაზი შეუფერხებლად მიეწოდება
ამასთან, წვიმის გამო, ადიდებულია მდინარე აჭყვა. მდინარემ კალაპოტის მაქსიმუმ ნიშნულს მიაღწია. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. ქობულეთის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულს მდგომარეობას სწავლობს.