ქობულეთის მოსახლეობა სოფელ დაგვამდე მისასვლელი გზისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს
ქობულეთში, სოფელ დაგვაში 100-მდე ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები სოფლამდე მისასვლელი გზისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, 30 წელია სოფლის გზა არ გაკეთებულა.
აჭარის საგზაო დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წელს, ამ უბანში 70 კბ ბეტონის შეტანა და დასხმა იგეგმება, თუმცა მოსახლეობა მიიჩნევს, რომ გათვალისწინებული სამუშაოები საკმარისი არ არის და მათ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ისინი დამატებითი თანხების გამოყოფას ითხოვენ.
„თუ მოსახლეობის მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, მაშინ მოსახლეობა აქციებს არ შეწყვეტს და შესაძლოა, პროტესტი სოფლიდან ქალაქში გადაინაცვლოს“, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.