OPCW-ში აშშ-ის ელჩი - რუსებმა შესაძლოა, ქიმიური თავდასხმის მტკიცებულებები გაანადგურეს
რუსეთს სირიის ქალაქ დუმაში, ქიმიური შეტევის კვალის წაშლა შეეძლო. ამის შესახებ განცხადება „ქიმიური იარაღის აკრძალვის“ ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩმა კენეთ უორდმა გააკეთა. მისივე თქმით, „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ“ უნდა დაგმოს სირიის ხელისუფლება აკრძალული მასობრივი იარაღის გამოყენების გამო.
„ქიმიური იარაღის ორგანიზაციამ უნდა დაგმოს სირიის ხელისუფლების ქიმიური ტერორი და უნდა მოითხოვოს ამ საშინელ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირების დასჯა”, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
უორდის განცხადებით, აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსებმა შესაძლოა, მოინახულეს ქიმიური თავდასხმის ადგილი და მტკიცებულებები გაანადგურეს.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსებს შეეძლოთ, ქიმიური თავდასხმის კვალი წაეშალათ და „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ სპეციალისტების მისიის ძალისხმევა ჩაეშალათ, რაც ფაქტების შეგროვებასა და ეფექტური გამოძიების ჩატარებას გულისხმობს“, – განაცხადა კენეტ უორდმა “ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის” აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე.