ქეთევან დუმბაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი კი ჩავარდა
ქეთევან დუმბაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი კი ჩავარდა

პარლამენტში დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატების, ქეთევან დუმბაძისა და დავით სერგეენკოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყარეს კენჭი. ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება შეუწყდა, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კი ვერ მოხერხდა. კენჭისყრისას საკითხს მხარი ორი დეპუტატმა დაუჭირა, 12 კი წინააღმდეგი იყო.

ორივე დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების შესახებ დადგენილების პროექტები დღეს პლენარულ სხდომაზე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, ქეთევან დუმბაძე 4 სექტემბრიდან მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუსაბამოა, ხოლო დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის 32 სხდომა ჩატარდა და დავით სერგეენკო აქედან 25-ს არ დასწრებია.