შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან ორმხრივ შეხვედრაზე, ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი განიხილეს.
„ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ, რა თქმა უნდა, ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი. ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ 2020-ში გვაქვს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას“-განაცხადა მინისტრმა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.