ქეთევან ციხელაშვილი - ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველომ კიდევ ერთი განცხადებით მხარი დაუჭირა უკრაინას და შეუერთდა მოწოდებას, რუსეთმა შეასრულოს გაერო-ს სასამართლოს გადაწყვეტილება
ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველომ კიდევ ერთი განცხადებით მხარი დაუჭირა უკრაინას და შეუერთდა მოწოდებას, რუსეთმა შეასრულოს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველომ კიდევ ერთი განცხადებით მხარი დაუჭირა უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეუერთდა მოწოდებას, რუსეთმა შეასრულოს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილება, რაც სავალდებულოა და მოითხოვს მისი მხრიდან უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი „ფეისბუქზე“.