ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას  
ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას  

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ნატო-ს შტაბ-ბინაში, კონფლიქტის მოგვარებისა და შერიგების თემაზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ნატო-ელმა პარტნიორებმა სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმდინარეობის შესახებ მაღალი ინტერესი გამოხატეს.

ქეთევან ციხელაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში 4-5 სექტემბერს იგეგმება.