ქეთევან ციხელაშვილი - ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში იყო გზავნილი იმის თაობაზე, რომ არჩევანის გაკეთება უკავშირდება თითოეული მოქალაქის მხრიდან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას
ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში იყო გზავნილი იმის თაობაზე, რომ არჩევანის გაკეთება უკავშირდება თითოეული მოქალაქის მხრიდან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მიმართვაში ნახსენები იყო ხელისუფლება.
„შეუძლებელია მოსახლეობა სრულიად იყოს კმაყოფილი, მაგრამ ჯანსაღი და საღი პროცესია, როდესაც ხდება პრობლემების გაანალიზება და რაც მთავარია, მასზე რაციონალური და ძალიან პრაგმატული რეაგირება. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არის სრული მზაობა და შემართება. ბევრი რამ გაკეთდა ამ ექვსი წლის განმავლობაში, ცხადია, ბევრი პრობლემა რჩება. ბევრი რამ გაკეთდა გაზიფიცირება, წყლით მომარაგება, სტუდენტების დაფინანსება, ინფრასტრუქტურა, ამბულატორიები, მაგრამ საკმარისი არის. რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, როდესაც მოსახლეობას კვლავ უდგას სოციალური ეკონომიური საჭირობა, დასაქმების ან ალტერნატიული შემოსავლის ახალი წყაროები”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.