ქეთევან ციხელაშვილი - არასდროსაა ადვილი, ხედავდე მავთულხლართების მშენებლობას შენს მიწაზე, მაგრამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლისას ადამიანებისთვის დამატებითი პრობლემის შექმნა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მოქმედებაა
ქეთევან ციხელაშვილი - არასდროსაა ადვილი, ხედავდე მავთულხლართების მშენებლობას შენს მიწაზე, მაგრამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლისას ადამიანებისთვის დამატებითი პრობლემის შექმნა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მოქმედებაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ მერეთში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურა და მას ოკუპაციის მორიგი გამოვლინება უწოდა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, არასდროს არის ადვილი, ხედავდე მავთულხლართების მშენებლობას შენს მიწაზე, მაგრამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ფონზე, ადამიანებისთვის დამატებითი პრობლემის შექმნა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიზანმიმართული მოქმედებაა.

„ერთი მხრივ არსებობს სამართლებრივი და პოლიტუკური შეფასება, ეს არის მორიგი უკანონო და თავხედური გამოვლინება ოკუპაციის. მეორე – ეს არის ემოციური შეფასება. არასდროს არის ადვილი, ხედავდე მავთულხლართების მშენებლობას შენს მიწაზე, მაგრამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ფონზე, როცა მთელი მსოფლიო გადართულია ვირუსთან ბრძოლაზე და ეს პროცესი არ ჩერდება, ეს კიდევ უფრო წარმოაჩენს, რამდენად დაცლილია ყველანაირი ადამიანობისაგან ეს რეჟიმი და მისი ქმედება. ამ დროს ადამიანებისთვის დამატებითი პრობლემის შექმნა არის მიზანმიმართული მოქმედება ადამიანების, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.